|
2020-06-04 11:21:20, 1338 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება
თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება. აღნიშნულის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არის ძალიან მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს და 22 მაისისდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი. ამავე დროს, რაიონში მცხოვრებლებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან და ვიყოთ ძალიან ფხიზლად“, - განაცხადა გახარიამ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)