|
2020-06-01 14:30:58, 1163 ნახვა
საზოგადოება
იაპონიის ელჩი საქართველოში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა. „ჩვენ, პარალმენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „თანამედროვე რეალობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ ნარჩენების სეპარაციის შესახებ, მიბიძგა საელჩოში, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ. გიდასტურებთ მხარდაჭერას“, - განაცხადა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)