|
2015-08-25 00:58:31, 3598 ნახვა
სპორტი
უსუფაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კონსტიტუციის დრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იდეაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ფიქრობს, რომ უკვე საკმარისად ბევრი უქმე დღე გვაქვს. "კონსტიტუციით ეს პარლამენტის პრეროგატივაა. მას ჰქონდა ეს იდეა, ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მე რომ მკითხოთ, ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაინერგოს. მაგრამ ვნახოთ, მე დღეს პირველად მოვისმინე ეს იდეა და დავფიქრდეთ. ყოველ წელს რომ უნდა აღვნიშნოთ - ეს ნამდვილად ასეა,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედგამოცხადების შესახებ, რაც, ასევე, კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტითითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)