|
2020-05-31 12:44:38, 1238 ნახვა
საზოგადოება
ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური. გასულ წელს, დიდუბის გამგეობამ აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. წვიმის დროს ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი ადგილობრივ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)