10:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 20:39:25, 390 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში  საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნება.

„მნიშვნელოვანი დღეა, მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც  ქვეყნის უმთვრესი სამართლებრივი ჩარჩო კანონია 20 წელი შეუსრულდა“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ღონისძიებას ესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics