|
2020-05-29 16:50:31, 1138 ნახვა
საზოგადოება
მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება
მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - „ჯითისი ჯგუფი“, „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. „ჩვენი სოციალური პროექტის განხორციელება გრძელდება. დღეს რამდენიმე კომპანიამ მოგვაწოდა პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები, რომელიც იმ ოჯახებს დაურიგდებათ, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. ესენია: სამშენებლო კომპანია „ფერი“, „არსი”, „ვითიბი“ და „ჯითისი ჯგუფი“. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ თანადგომისთვის. გუშინ და დღეს უკვე 5 000 ოჯახისთვის მოგროვდა პროდუქტი და მათი დარიგება დღეიდან თბილისის ათივე რაიონში დაიწყება. მთლიანად, რაც პროექტი დავიწყეთ, 40 000 ოჯახში მივიტანეთ საკვები პროდუქტი, რაც ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა რიგით მოქალაქეებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და გამგეობის თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)