23:38 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 10:02:08, 1379 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორისაა თბილისის მეტროც.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 27 მაისს მიიღო. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ერთი თვის წინ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს. დღეს გვაქვს საშუალება, რომ ეს გეგმა უფრო დავაჩქაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამსუბუქოთ შეზღუდვები.

 კონკრეტულად 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესები დაცვით, ეს გახლავთ პირბადის ტარება“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics