|
2020-05-28 13:17:02, 1111 ნახვა
საზოგადოება
გახარია - დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას
საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე თბილისის მერიას და სექტორს. „ეს უაღრესად მნიშნველოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)