|
2020-05-27 13:42:42, 1363 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების საკითხს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულ რეჟიმში არ ამუშავდება. „29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას. პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რათა მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ მუნიციპალური სამსახურები. ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)