|
2020-05-27 13:25:03, 1307 ნახვა
საზოგადოება
შესაძლოა, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე დგომა არ იყოს დაშვებული
შესაძლოა, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე დგომა არ დავუშვათ, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული გახსნა არ მოხდება. „შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება. მაგალითად, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როგორც იანვარში იყო, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)