|
2020-05-25 16:42:26, 1234 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული, სიმართლეს არ შეესაბამება. „ზუსტი თარიღი ჩვენ არ გვაქვს. დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომარა გაიმართა, სადაც მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი. ძალიან დიდი მასზე მოთხოვნა საზოგადოებაში, ველოდებით რეკომენდაციებს. ჯერჯერობით არაფერი არ არის ჩვენთან შემოსული თუ როგორ უნდა დაიცვას ხალხმა წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისას. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული ეპიდემიოლოგების მხრიდან.... სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა... ველოდებით მითითებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)