|
2015-01-27 15:17:45, 1798 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიას 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა
სასამართლომ თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავად გირშელ ბართაიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, თბილისის მერიას მათი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა. "ქ.თბილისის მერიას მოვუგეთ სასამართლო პროცესი.მართალია, თვეები გაიწელა სასამართლო პროოცესი, მაგრამ მაინც დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ნარმანიას უწყებას გულიც გადაუქანდება სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით რომ მივადგები სამსახურში. დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა. სამართალმა პური ჭამა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უძლიერეს ადვოკატს, ივანე პეტრიაშვილს",-განუცხადა ბართაიამ "ექსპრესნიუსს". გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიიღო. შეგახსენებთ, გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი და ნინო ქაცარავა დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს. მერიის თანამშრომლების მტკიცებით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის ნათესავები დაასაქმეს, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)