|
2020-05-22 16:41:06, 1330 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება. ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)