|
2020-05-22 15:07:16, 1187 ნახვა
საზოგადოება
გამარჯვების ქუჩის მონაკვეთსა და გურიის აღმართზე წყალარინების ქსელი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე განხორციელდება სამუშაოები, რომლისთვისაც 227 998 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს ,,ლოგი“ ახორციელებს. ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში ვარდისუბნის ქუჩაზე ქალაქ თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი წესრიგდება. სამუშაოები ვარდისუბნის ქუჩაზე ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამჟამად, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულ დასახლებაში 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)