|
2020-05-21 11:54:12, 1116 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტის წინაშე კოვიდ19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით წარდგება. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ -19-ის ინფექციით შემოიფარგლება. ასე რომ წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)