|
2020-05-21 11:24:37, 1143 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ჩარჩოზე, რათა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდეს
პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ჩარჩოზე, რათა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი იმედოვნებს, რომ შენარჩუნდება გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის. „ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომი წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმაზე, როგორც დავიცავთ წესებს, ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)