|
2020-05-21 11:10:22, 1168 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი, - ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსი არსად წასულა და ბრძოლა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. „დღეს საქართველოში კოვიდ19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურად წესს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დაზუსტებით დღეს ვერავინ ამბობს როგორი იქნება პოსტკოვიდური მსოფლიო, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე. როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)