|
2015-08-21 20:20:31, 612 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს აკადემიის პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ფრედერიკ მ. პადილამ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკადემიაში კონტრტერორისტული კურსის სტუდენტს, გიორგი შენგელიასაც შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია თემაზე - „უსაფრთხოების ცვალებადი პარადიგმა ევროპაში - ქართული პერსპექტივა“ წაიკითხა. თინათინ ხიდაშელმა აქცენტი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო. ლექციის შემდეგ აკადემიის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეულია. აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტი, 1976 წელს კონგრესის დადგენილებით შეიქმნა. 1981 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სტრუქტურული ერთეული, გაერთიანებული საშტაბო კოლეჯი ჩამოყალიბდა. 1982 წელს კი ინფორმაციული რესურსების მართვის კოლეჯი დაარსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას ორ წელიწადში ნაციონალური სტრატეგიების კვლევების ინსტიტუტიც დაემატა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების და შერჩეული ოფიცრების და ლიდერებისთვის სამოქალაქო სექტორიდან შესაბამისი განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებას სპეციალიზებული ფორმით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)