|
2020-05-20 20:08:53, 1209 ნახვა
საზოგადოება
ზახაშვილი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებისას ყველაფერი ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებისას ყველაფერი ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, თუ ადამიანს გადაადგილება ახლო მანძილზე უწევს, სჯობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვას დაუთმოს, ვისაც შორ მანძილზე უწევს გადაადგილება. „მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ. ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)