|
2020-05-20 11:42:38, 1126 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. „აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს. ის შეგვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. ავსტრიამ უკვე 200 000 ტესტი შეიძინა, გერმანიამ კიდევ მეტი. შტატებშიც 200 000 ათასი გავგზავნეთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა აქვთ და დამატებით 500 000 ტესტი შეგვიკვეთეს, რომელიც უნდა მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ვაკლი ბიჯარმა. ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)