|
2020-05-18 19:19:12, 1348 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა
2020 წლის 18 მაისს უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარომებისას, რომელსაც ასრულებს „China Road and Bridge Corporation“, დაშავდა ბულდოზერის ოპერატორი. მას ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს „China Road and Bridge Corporation“. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)