14:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 11:22:15, 943 ნახვა

რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები გაუქმდა

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მარნეულში არსებული სამივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი განახორციელა. მოიხსნა ღამის ძლიერი განათების სისტემა, სათვალთვალო კამერები და რკინა-ბეტონის ბარიერები, ასევე დაიშალა საველე სამედიცინო კარვები.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც კვლავ რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები და სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამართალდამცავებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

22 მარტიდან თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს, შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics