|
2020-05-17 14:55:04, 1624 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს
დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს. მონიტორინგის ჯგუფების მუშაობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დევნილი ოჯახების უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, დროებით შეჩერებული იყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით, თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია. აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს: ერთოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა; სამოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა. 18 მაისიდან, ასევე, განახლდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც განაცხადი „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში აქვთ შევსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)