|
2020-05-16 17:18:28, 1710 ნახვა
საზოგადოება
17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ
ხვალ სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ხატთან ერთად მსვლელობა არ მოეწყობა. „17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხატთან ერთად ეწყობოდა ხოლმე მსვლელობა, მაგრამ წელს ეს მსვლელობაც ვერ იქნება. ხვალ იგეგმება ის, რომ რამდენიმე მაქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს, რამდენიმე ავტომობილით, თბილისის მასშტაბით იქნება წყლის სხურება და ხატებით შემოვივლით“, - განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)