02:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 14:04:27, 1625 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: საქართველო შესანიშნავი მაგალითია იმისათვის, როგორ დაიძლია ანტისემიტიზმი

"საქართველო ამ შემთხვევაში არის შესანიშნავი მაგალითი როგორ უნდა მოხდეს ისეთი პროცესების წარმართვა, რომ ანტისემიტიზმი იყოს დაძლეული“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ნორლანდის თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში კვლავ ხდება ანტისემიტიზმის გამოვლინება.
„ამერიკა დღეს უერთდება საქართველოს და მსოფლიოს სხვა  ქვეყნებს.ჩვენ ერთად  მივაგებთ პატივს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. როდესაც მოხდა აიცშვიცის გათავისუფლება 70  წლის წინ . ეს გახლავთ ისეთი საშინელი რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენ დღეს ვსარგებლობთ ამ შემთხვევით კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება, რომ არსეთი რამ არასოდეს არ განმეორდეს. არის ფაქტები იმისა, რომ კვლავ ხდება მსოფლიოში ანტისემიტიზმის გამოვლინებები ზოგიერთ ნაწილში. საქართველო ამ შემთხვევაში არის შესანიშნავი მაგალითი როგორ უნდა მოხდეს ისეთი პროცესების წარმართვა, რომ ანტისემიტიზმი იყოს დაძლეული და ის, რაც მოხდა ხდებოდა 70 წლის წინ არასოდეს განმეორდეს“,-განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის, ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics