|
2020-05-16 16:02:24, 1485 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე 65-მეტრიანი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-დან N141-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 65 მ სიგრძისა და 8-10 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ასევე, ლითონის დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება, კედლის ზედა მხარეს კი, საცალფეხო ბილიკი მოეწყობა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „ამ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემები გვქონდა, მოსახლეობას ექმნებოდა საფრთხე. პერმანენტულად ხდებოდა მიწის ჩამოშლა. საყრდენი კედლის მშენებლობით თავიდან ავიცილებთ შემდგომში გრუნტის ჩამოშლის საშიშროებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება საფრთხისშემცველი აღარ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის ღირებულება 184 382 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)