|
2020-05-13 17:53:41, 3535 ნახვა
საზოგადოება
Developers.Institute - ის უფასო სასწავლო კურსი ქართველი სტუდენტებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ისრაელის სალჩოსთან თანამშრომლობით ქართველ სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა Developers.Institute-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში. Developers.institute გახლავთ უდიდესი გამოცდილების მქონე, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოდირების Bootcamp, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს მომავალი დეველოპერებისა და ინოვაციური მეწარმეებისთვის და შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს კოდირების სწავლა. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად შეისწავლიან ვებ დეველოპმენტის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტს და შესაძლებლობა ექნებათ შექმნან საკუთარი ვებ გვერდი HTML და CSS გამოყენებით სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: • HTML, HTML - ენას, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ვებ-გვერდის სტრუქტურასა და შინაარსს. • CSS - ენას, რომელიც აძლევს სტილს HTML ელემენტებს. სასწავლო კურსი დაიწყება 19 მაისს და ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 16 მაისის 12:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://gita.developers.institute/
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)