|
2020-05-12 11:12:21, 1253 ნახვა
საზოგადოება
229 დევნილი ვეტერანის ოჯახს დახმარება გადაეცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დევნილ ვეტერანებს ესტუმრნენ და დახმარება გადასცეს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, დახმარებას 229 დევნილი ვეტერანის ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური ქულა 30 000-ს არ აღემატება. დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ვეტერან დევნილთა განსახლების ახალი პროექტიც გააცნო. პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 180 ვეტერანი დევნილის ოჯახი მიიღებს, მათ შორის 60 ბინა - თბილისში, 60 - ზუგდიდში, ხოლო 60- ქუთაისში მდებარეობს. ვეტერანი დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)