|
2015-08-19 14:38:38, 981 ნახვა
საზოგადოება
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება მზად
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგია ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი რეფორმა გართულებული შემთხვევების მართვისთვის გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „პირველადი ჯანდაცვა არის ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემების 80%-ს აგვარებს ოჯახის ექიმი და პაციენტების მხოლოდ 20%-ს სჭირდება სტაციონარისთვის მიმართვა. ჩვენთან ეს პირიქითაა. 90% მიდის კლინიკაში. ამოცანა არის, რომ პირველადი ჯანდაცვის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს. ეს რამდენიმე მიმართულებაა - ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც პოლიკლინიკები და ამბულატორიები გარემონტდება და აღიჭურვება. ასევე პირველადი ჯანდაცვის ექიმების სწრაფი და ეფექტური გადამზადება, რომ მათ მოახერხონ თავიანთი მოვალეობის მაქსიმალურად ეფექტიანად შესრულება და ესაა ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან ოჯახის ექიმების, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ანაზღაურება შარშან სამწუხაროდ, მხოლოდ 30%-ით გავზარდეთ. დანახარჯები, რაც უნდა შემცირდებს გართულებული შემთხვევების მართვაში, ეს ფინანსური ნაკადები გადამისამართდება პირველად ჯანდაცვაზე. ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გაწერილი, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ოპენენტების ვარაუდს, რომ რეფორმის განსახორციელებლად ფინანსური რესურსები საკმარისი არ იქნება, მინისტრის თქმით, ანალოგიური მიდგომა იყო საყოველთაო ჯანდაცვისა და ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან დაკავშირებითაც, რაც არ გამართლდა. მისი განმარტებით, რეფორმა თანხების დაზოგვას მოახდენს და უმჯობესია, რომ „ოპონენტებმა ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლები წაიკითხონ“.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)