|
2015-08-19 13:21:07, 1521 ნახვა
სხვადასხვა
ინსპექტირებისას კომპანიებში აღმოჩენილი დარღვევები ძირითადად დამცავ აღჭურვილობასა და ტემპერატურის დაცვას ეხება
შრომის ინსპექტორების მიერ აღმოჩენილი დარღვევები საწარმოებში ძირითადად პერსონალურ დამცავ აღჭურვილობასა და ტემპერატურის დაცვას ეხება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან შრომის ინსპექტირების სამსახურზე ისაუბრა. მისივე თქმით, მინიტორინგისას არ გამოვლენილა შრომითი ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვნების მუშაობის არცერთი შემთხვევა. „პირველი რასაც სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა ეს არის პერსონალური დამცავი აღჭურვილობა. იქ სადაც, საჭირო არის ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, შუქამრეკლავი ჟილეტი და სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც იცავს ტრამვისგან. დარღვევის და შენიშვნების პირველი ნაწილი სწორედ ამას მიეკუთვნება. ხარვეზების მეორე ნაწილი შესაბამის სამუშაო გარემოს ეხება, სადაც მნიშვნელოვანია ვენტილაცია, კონდინცირება. გარემოს ტემპერატურის დაცვა, ასევე იყო შედარების უმნიშვნელო დარღვევა, როდესაც არ ხდებოდა შესაბამის ჟურნალში ხარვეზების დაფიქსირება, ანუ ხდებოდა დოკუმენტაციის დარღვევა. სერგეენკოს თქმით, შრომის ინსპექტირების უმთავრესი პრიორიტეტებია შესაბამისი სამუშაო პირობები და შრომითი ტრეფიკინგი. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შრომის ინსპექტორები დარღვევის აღმოჩენისას კომპანიებს რეკომენდაციებს აძლევენ და გამოსასწორებლად დრო აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)