14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 18:01:05, 1621 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ფერმერებს ბოსტნეულის ჩითილები უფასოდ გადაეცემა

შუახევში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ფერმერებზე ბოსტნეულის ჩითილების უფასოდ გაცემა დაიწყო.

მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

 ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიურად სუფთა საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას.

 აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილი იქნა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 350000 ცალს. მოყვანილი ჩითილები, დაურიგდებათ ასევე ხულოს და ქედის ფერმერებს.

,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, დღეიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა უფასოდ მიიღებს უხვმოსავლიან, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებს. პირველ ეტაპზე, საცდელად, ერთ ოჯახს პამიდორის 30 ჩითილი გადაეცემა. ჯამში, დღეს 120 000 ცალი ჩითილი გაიცა. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ადგილობრივები მიღებენ ასევე ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურებს “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics