|
2020-05-06 15:39:19, 1632 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს და არც რაიმე დავალება მიუღია მმართველი პარტიისგან
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირის არ აქვს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისთვის არანაირი დავალება არ მიუცია. „კოკა ყანდიაშვილს, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა „ესპერსონას“ სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. „ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ „ქართული ოცნებიდან“, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც „ფეისბუქმა“ მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ, 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)