|
2020-05-06 11:30:26, 1468 ნახვა
საზოგადოება
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია, თბილისის მერიას გასაყიდად გამოაქვს
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია, თბილისის მერიას გასაყიდად გამოაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. „აქვე მინდა მოგაწოდოთ ერთი სიახლე, ამასთან დაკავშირებით პანდემიამდე საუბარი გვქონდა. საქმე ეხება იპოდრომის ტერიტორიაზე ყოფილ კორტების ტერიტორიას. დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს კონკრეტული ადგილი. საპრივატიზაცოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულოა, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება და კორტებს დავაბრუნებთ ძველი ფუნქციით“,-აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)