|
2020-05-05 17:16:30, 1398 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - მზად ვართ შევცვალოთ 14 დღიანი პროტოკოლი და ექიმების ტესტირების 7 დღიან პროტოკოლზე გადავიდეთ
თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე - ამის შესაახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის დღესდღეობით განხილვის და ამ ყველაფერს შევაჯერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. „რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი არის წარმოდგენილი, როგორც რისკ ჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს, ექიმებს აქვთ გაცნობილი ყველა პროტოკოლი. არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ და სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე, ყველა სტაციონარში. ჩვენ ვაცნობთ ადგილზე ექიმებს ამ პროტოკოლებს. ასევე ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ ეს პირადი დაცვის საშუალებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)