|
2020-05-05 14:34:52, 1392 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 1 344 კომპანია შემოწმდა, რომელთა ნაწილიც რეკომენდაციებს აკმაყოფილებს
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ვიდეო კონფერენციის ფორმატში ისაუბრეს. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)