|
2020-05-05 12:49:04, 1315 ნახვა
საზოგადოება
მეზვრიშვილი - ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ
ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს. „ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)