|
2020-05-05 10:16:08, 1327 ნახვა
საზოგადოება
ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა
დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ ქალაქებზე როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდევბი გადაადგილებებზე მოიხსნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მანევე განმარტა, რომ თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა შესაძლებელია კვირის ბოლომდე ამ ქალაქების გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს. „თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)