|
2020-05-04 20:38:34, 15792 ნახვა
კულტურა
წულუკიანი - საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები წერენ იმის შესახებ, რომ საქართველოში ნომერ პირველი დონორი, ბიძინა ივანიშვილი გვყავს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე და მრავალი წლის მანძილზე საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი, რომელმაც არამხოლოდ ქართულ კულტურაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში თავისი საკუთარი და ოჯახის თანხები ჩადო იმისთვის, რომ მრავალი ტაძარი, მრავალი ობიექტი გადარჩენილიყო, არამედ დღეს, მსოფლიოში პირველი დონორია ერთ სულ მოსახლეზე ჩარიცხული თანხით COVID ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანი, რომლის იმედიც არამხოლოდ ხალხს შეიძლება ჰქონდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. ასეთი კომფორტი ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს და რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქისგან მას და მის ოჯახს ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა", განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)