|
2020-05-04 17:36:03, 1462 ნახვა
კომენტარი
„სამართლიანი არჩევნები“ - „ნიუს-ფრონტის“ გავრცელებაში ჩართული ანგარიშები წარსულში გამოიყენებოდნენ ცესკოს, საპენსიო სააგენტოსა და „ბადაგონის“ სასარგებლოდ
1 მაისს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ მიერ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. „ნიუს-ფრონტის“ გლობალური ქსელი „ფეისბუქმა“ 30 აპრილს გააუქმა. საქართველოში „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ გვერდთან ერთად წაშლილია მისი ფეისბუქ ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ „ნიუს-ფრონტის“ გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ანგარიშში. „სამართლიანი არჩევნებიმა“ ჩაატარა გამოძიება რომელმაც აჩვენებს, რომ „ნიუს-ფრონტის“ კოორდინირებული ქსელის მიერ 2018 წლის არჩევნებზე გამოკვეთილი აქტივობა, ისევე როგორც მათი მხრიდან საპენსიო სააგენტოს მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი არაავთენტური სოციალური ინტერაქცია ღიად უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია დასახელებულ ცრუ მედიის გვერდებთან. „მაგდა კოტრიკაძის „ფეისბუქზე“ აქტივობებიდან ირკვევა, რომ ის მეგობრულ ურთიერთობაშია ამ გვერდებზე რეკლამირებულ პრო-სახელისუფლებო ექსპერტებთან, გია აბაშიძესთან და ზაალ ანჯაფარიძესთან. აღნიშნულ კოორდინირებულ 12 ცრუ მედიის გვერდზე იკვეთება „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის კვალიც, რომელთანაც არაავთენტური ანგარიშების მკაფიო კავშირი მტკიცდება. საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების ეს ქსელი 2013-18 წლებში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული კიდევ ერთი პრო-რუსული გამოცემა „geworld.ge“-ს გავრცელების ოპერაციაში და ავრცელებდნენ კონსტანტინე ჩიკვილაძის პოსტებსაც. News-front Georgia წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე. სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, „როსკომნადზორის“ 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით“, - ვკითხულობთ „სამართლიანი არჩვენების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)