|
2020-05-04 12:27:30, 1442 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით ამუშავდება
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით ამუშავდება. მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში მსურველებმა my.gov.ge-ს გამოყენებით სასურველი ვიზიტი უნდა დაჯავშნონ. „გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, თუმცა ვიმუშავებთ ახალი პრინციპით. რაც ნიშნავს შემდეგს: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან კიდევ დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება მოქალაქის პორტალის, my.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს. ამავე გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხდება ვერცერთი მოქალაქე და ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)