|
2020-05-02 11:04:35, 1403 ნახვა
რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო ობიექტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვის საკითხები დეტალურად განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, სავაჭრო პროცესის განახლებისთვის, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეზო და ავტოსადგომი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)