|
2020-04-30 11:18:18, 1540 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული. მისივე განმარტებით, ქვემო ქართლში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა. „დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელებას 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და მათთან, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)