|
2020-04-28 13:13:12, 1437 ნახვა
საზოგადოება
დმანისი-წალკის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი 16 000 ოჯახს ნახევარი მილიონი ლარის პროდუქტით დაეხმარება
დმანისში, წალკასა და კაზრეთ-ბალიჭში მცხოვრები 16 000 ოჯახი პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახა ოქრიაშვილისა და ასევე, დმანისის, წალკისა დ ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ძალისხმევით, 500 000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტს მიიღებს. უპრეცედენტო აქცია, რომელიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, უკლებრივ ყველა ოჯახს შეეხება, 27 აპრილიდან დმანისის, ხოლო 29 აპრილიდან წალკის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, მაჟორიტარმა, აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე სრულად და თანაბრად გადანაწილდება, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებს. აღნიშნული აქციით, კახა ოქრიაშვილი თანადგომას უცხადებს ქვეყანაში არსებულ საგანგებო და საკარანტინე რეჟიმში მყოფ 16 000 ოჯახს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული დახმარება მცირედით მაინც შეამსუბუქებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)