04:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 17:45:48, 5013 ნახვა

სამხედრო
თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამოშვები პუნქტი მოაწყო.

 საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაიონის შესასვლელსა და გამოსასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამ ლოკაციაზე, ერთ სტატიკურ და ორ მობილურ გამშვებ პუნქტზე მორიგეობს. ჯარისკაცები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ.

საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი ადგილზე გაეცნო. მან მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მოინახულა და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics