02:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 17:18:47, 1925 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ, ამიტომ ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან მეორეს, მაგრამ ვერც ერთი ნათქვამი მიზანში ვერ გაარტყეს

ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ, ამიტომ ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან მეორე, მაგრამ ვერც ერთი ნათქვამი მიზანში ვერ გაარტყეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ოპოზიციის მხრიდან ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკას.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა საყოველთაოა, რადგან დახმარებას უწევს როგორც ოფიციალურად დასაქმებულებს, ასევე თვითდასაქმებულ ადამიანებსაც.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა რომ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მოკლედ ვიტყვი, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან-მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics