|
2020-04-23 14:47:38, 1906 ნახვა
საზოგადოება
თბილისთან მოსაზღვრე დასახლებების მცხოვრებლებს დედაქალაქის რაიონების გამგებლები ეხმარებიან
თბილისთან მოსაზღვრე და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი დასახლებების (ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, კიკეთი, მსხალდიდი, წყლულეთი, მუხათგვერდი, ბევრეთი) მცხოვრებლებს თბილისის ტერიტორიულად მომიჯნავე გამგეობის წარმომადგენლები ეხმარებიან. საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში არიან. გამგეობების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეხმარებიან როგორც საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგებაში, ისე დროებითი საშვების გაცემის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)