|
2020-04-22 20:30:05, 19110 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, კლინიკაში მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი დაემატა და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „ბოლო მონაცემებით, საქართველოში გახლავთ 416 კოვიდ ინფიცირებული, საიმედო ის არის, რომ 107 უკვე გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, კლინიკაში ამჟამად გახლავთ 46 ინფიცირებული, უმეტესი მათგანის მდგომარება არის მსუბუქი, არიან საშუალო და მძიმე პაციენტებიც. ერთი დაგვემატა ახალი. ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ცნობილი კლასტერიდან გახლავთ და შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა. დღეს ჩვენ დილით გვქონდა რამდენიმე გაგზავნილი შესაძლო შემთხვევები და ურყოფითი მივიღეთ, არ დადასტურდა „კოვიდ-19“. დღეისათვის არ ველოდებით არც გამოჯანმრთელებულს. გამოჯანმრთელებულთა შორის ბევრი იყო საყურადღებო პაციენტი, მათ შორის მძიმეც. ბავშვი გვყავს ხუთი ამჟამად, მათ შორის ერთი არის ცხრა თვის რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)