13:07 - 14 Aug, 2026
|
2020-04-22 19:07:27, 1771 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი - პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი უნდა ვიფიქროთ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის იდეას მიესალმება, რომ ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, შაბათ-კვირას კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს. ამის შესახებ ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს. „მე მივესალმებოდი მსგავს იდეებზე მსჯელობის გაგრძელებას. პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი თუ არ ვიფიქრეთ და ბევრი რამ არ შევცვალეთ ჩვენ ყოველდღიურობაში, მაშინ ვერაფერი გვისწავლია ამ მწარე გაკვეთილისგან“, - წერს ნინო ლომჯარია. შეგახსნენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული დადებითი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია, შაბათსა და კვირას მხოლოდ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ქალაქში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)