|
2020-04-22 14:21:34, 1866 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ
მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დილის 6 საათიდან 8 საათამდე მოსახლეობას შეეძლება ავტომობილით გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. „ასევე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით და რეგიონსა და მის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადაადგილდნენ თავის სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე, რომ მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)