|
2020-04-22 11:20:55, 1434 ნახვა
საზოგადოება
კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება
კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე განისაზღვრება. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)